მთავარი გვერდი
დღეს მსოფლიოს წინაშე დგას გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები.
დაბინძურებული გარემო საშიშროებას უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.სამწუხაროდ ადამიანი თავის საქმიანობით ხშირად აბინძურებს გარემოს. დაჭუჭყიანება არის მავნე ზემოქმედება ჰაერზე,წყალზე,ნიადაგსა და მთლიანად გარემოზე.
ხშირად ადამიანები სახლიდან გატანილ ნაგავს შეუფერებელ ადგილას ყრიან. ნაგვის უადგილოდ დაყრისთვის ჩვენს ქვეყანაში ჯარიმებია შემოღებული.თითოეული ჩვენგანი ვალდებულია გაუფრთხილდეს საკუთარი სოფლის,ქალაქის და ქვეყნის სისუფთავეს და სილამაზეს.სისუფთავე ჯანსაღი გარემოს არსებობისათვის აუცილებელი წინაპირობაა.
პროექტის თემა მეტად აქტუალურია, რადგან დღეს ეკოლოგიური პრობლემები საფრთხეს უქმნის მთელ კაცობრიობას.
ჩვენი პროექტის მიზანია ხელი შევუწყოთ მოსწავლეებში ეკოცნობიერების დონის ამაღლებას ,ჩაუღრმავდნენ ეკოლოგიური პრობლემების მიზეზებს და მიაგნონ პრობლემის გადაჭრის გზებს.
No comments:
Post a Comment