- პროექტის სახელწოდება: დავიცვათ ბუნება ნაგვისგან.
- პროექტის მთავარი იდეაა მოსწავლეებში ეკოცნობიერების ამაღლება.
- ეს თემა აქტუალურია როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე ჩვენს
რაიონში.რადგან გაუქმებულ ნაგავსაყრელებზე ისევ ხდება სამრეწველო და საოჯახო ნარჩენების დაყრა.
- პროექტის მიზნები:მოსახლეობის ინფორმირება, ნარჩენების მავნე
ზემოქმედება გარემოზე.
- პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას თავიანთ
რაიონში,სად უფრო მაღალია დაბინძურების ხარისხი.გადაიღებენ სურათებს,დაამზადებენ ბუკლეტებს.პლაკატებს გააკრავენ,სადაც ნაგავს ყრიან.ჩაატარებენ გასვლით სამუშაოებს სკოლის ეზოს დასასუფთავებლად.მოვაწყობთ ყვავილნარს სკოლის ეზოში.თითეული მოსწავლე დარგავს ნერგს სკოლის შემოგარენში.
- ვინაიდან ჩვენი სკოლა მცირე კონტიგენტიანია მასში ჩართული
იყო დაწყებითი და საბაზო კლასის მოსწავლეები.
- ვადები :ორი თვე.
- მოსალოდნელი შედეგები:დანაგვიანებულ ადგილებში პლაკატების გაკვრის შემთხვევაში მოსალოდნელია მოსახლეობა დაფიქრდეს თავის საქციელზე და ნაგვის დაყრა შეწყვიტოს.
- .პროექტისთვის საჭირო რესურსები:ფოტოაპარატი,პლაკატების დასამზადებლად საჭირო მასალები.ვიდეოკამერა.ნერგების დასარგველად საჭირო ინვეტარი.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან /ეროვნულ სასაწ.გეგმასთან კავშირი:მოსწავლეებს შეუძლიათ გარემოს დაცვით ღონისძიებების მნიშვნელობის დასაბუთება და მათში აქტიური მონაწილეობის მიღება.
- ბუნ.II.9.მოსწავლეს შეუძლია გარემოსადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
- ბუნ.IV.11.მოსწავლეს შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა.
- ბუნ.V.11.მოსწავლეს შეუძლია გარემოსდაცვითი ღონისძიებების მნიშვნელობის დასაბუთება და მათში აქტიური მონაწილეობის მიღება.
- ბუნ.VI.10.მოსწავლეს შეუძლია გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება, მათი მნიშვნელობის აღწერა და დასაბუთება.
- პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი:თამარ ძიძიგური
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:tamaridzidziguri@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგიhttp://tamaridzidziguri3.blogspot.com/
პროექტის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment